არქივი

აქ წაიკითხავთ სტატიებს ჩვენი ვებ-გვერდიდან:

საქართველოს ევანგელიურ-ლუთერული ეკლესია ინაწილებს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სიხარულს და აღსავსეა მადლიერების გრძნობით, რამეთუ  ჩვენს მართლმადიდებელ რწმენისმიერ  დებსა და ძმებს ახალი კათოლიკოს-პატრიარქი ჰყავთ.
გიერთდებით ლოცვებით ახალი პატრიარქის შიო III და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, ისევე როგორც ჩვენი საყვარელი ქვეყნის, საქართველოს საკეთილდღეოდ.
დაე, ყოვლისშემძლე ღმერთმა და წმიდა სამებამ აკურთხონ კათოლიკოს-პატრიარქი შიო III და აღავსონ ის ძალითა და სიხარულით მისი მსახურებისთვის.
დაე, უბოძოს ღმერთმა კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ს ღია გული და ნათელი გონება მასზე მინდობილი მორწმუნეების საჭიროებებისათვის.
დაე, სიყვარულით და ღვთის სიხარულით აღავსოს ღმერთმა კათოლიკოს-პატრიარქი შიო III გადაწყვეტილებების მიღების დროს, რომელთა მიღებაც მას ყოველდღიურად მოუწევს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის რანგში, რათა გააგრძელოს მან კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს უდიდესი ღვაწლი.
დაე, კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ს მუდმივ თანამგზავრად ექცეს ღმერთი და კურთხევა არ მოაკლოს მას!

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის რწმენისმიერო დებო და ძმებო,

დიდი მწუხარებით ვგლოვობთ მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალებას.

დიდებულმა ადამიანმა და სულიერმა წინამძღვარმა დაგვტოვა და ღვთის მარადიულ სასუფეველში მიიცვალა.

ეს უდიდესი დანაკარგია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, საქართველოსთვის და თითოეული ჩვენგანისთვის - მათ შორის, საქართველოს ევანგელიურ-ლუთერული ეკლესიისთვისაც, რომელსაც მასთან ყოველთვის კარგი და ნდობით აღსავსე ურთიერთობა აკავშირებდა. მიწიერი სამყარო გაღარიბდა მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარეშე.

საქართველოს ევანგელიურ-ლუთერული ეკლესიის სახელით, მინდა გამოვხატო ჩვენი ღრმა სამძიმარი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის და მის მორწმუნეთა მიმართ.

ამ გლოვის ჟამს ვლოცულობთ, რათა მისმა უწმიდესობამ ჰპოვოს სიმშვიდე და განსვენება ღვთის მარადიულ სასუფეველში, როგორც გამოცხადების 14:13 აღგვითქვამს:

„ნეტარ არიან მკვდარნი, უფალში რომ აღესრულებიან ამიერიდ. . . რათა განისვენონ თავიანთ შრომათაგან.“ (გამოცხადება 14:13)

პავლე მოციქული ამბობს: „რადგანაც მწამს, რომ ვერც სიკვდილი და ვერც სიცოცხლე, ვერც ანგელოზნი და ვერც მთავრობანი, ვერც ძალნი, ვერც აწმყო, ვერც მომავალი, ვერც სიმაღლე, ვერც სიღრმე და ვერც რაიმე სხვა ქმნილება ვერ განგვაშორებს ღვთის სიყვარულს ჩვენს უფალ ქრისტე იესოში.“ (რომაელთა 8, 38+39)

იმის ცოდნა, რომ სიკვდილიც კი ვერ დაგვაშორებს ღვთის სიყვარულს, გვაძლევს ძალას ამ მწუხარების ჟამს... ისევე როგორც იმედს, რომ ჩვენ ვიცხოვრებთ ჩვენს უფალ იესო ქრისტესთან ერთად მარადიულად, როგორც თავად ქრისტე გვპირდება იოანეს სახარებაში 14:19: „რადგან ცოცხალი ვარ, თქვენც იცოცხლებთ“.

ღრმა მწუხარებითა და გულწრფელი სამძიმრით ევანგელიურ-ლუთერული ეკლესიის სახელით,

 

თქვენი

ეპისკოპოსი როლფ ბარეისი

დღის ბანაკი რუსთავში

ხსოვნა, რომელიც გულებში ცოცხლობს

2026 წლის 28 აგვისტოს მემორიალთან ხსოვნის ღვთისმსახურება გაიმართა, რომელსაც ევანგელიურ-ლუთერული ეკლესიის პასტორი ვიქტორ მიროშნიჩენკო უძღვებოდა.

ეს თარიღი 1941 წლის ტრაგიკულ მოვლენებს უკავშირდება: სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ 1941 წლის 28 აგვისტოს გაცემული განკარგულების  „ვოლგისპირეთში მცხოვრები გერმანელების გადასახლების შესახებ“ თანახმად ვოლგის ნაპირებზე მცხოვრები გერმანელები ყაზახეთში, ციმბირსა და საბჭოთა კავშირის სხვა აღმოსავლეთ რეგიონებში გადაასახლეს. ათასობით ადამიანმა სამშობლო, ჩვეული ცხოვრება და საკუთარი ბედ-იღბლის განსაზღვრის შესაძლებლობა დაკარგა.

საქართველოში ეს დღე 1941 წლის 8 ოქტომბერთანაა დაკავშირებული, სამხრეთ კავკასიიდან გერმანელების გადასახლების დაწყების შესახებ განკარგულების გაცემის თარიღთან. 

მემორიალთან ღვთისმსახურებაზე შეკრებილმა ადამიანებმა გარდაცვლილთა და გადასახლების მსხვერპლთა სულის მოსახსენებელი ლოცვები წარმოთქვეს. მათ ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

შესრულდა სიმღერები, როგორც დასტური იმისა, რომ ხსოვნა მხოლოდ საბუთებსა და მემორიალებში კი არ ცოცხლობს, არამედ ადამიანების გულებშიც.

დღეს, ათწლეულების შემდეგ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისტორიის ტრაგიკული ფურცლების გახსენება და ამ ხსოვნის მომავალი თაობებისადმი გადაცემა.

მსგავსი შეხვედრები გვეხმარება, არ დაგვავიწყდეს ცალკეული ადამიანების ხვედრი და გვახსენებს მშვიდობის, ადამიანური ღირსების, თანაგრძნობისა და ურთიერთპატივისცემის მნიშვნელობას.

მადლობას ვუხდით რუსეთის გერმანელთა კავშირს სამახსოვრო გვირგვინისთვის გაღებული შემოწირულობისთვის.

აღდგომის წინა დღეები - აღდგომა 2026

დიდი ხუთშაბათი - წითელი პარასკევი- აღდგომა

ეპისკოპოსის შეხვედრა თბილისში

პირველი დღე

მსახურება დაასრულა პასტორმა ლემკემ:

ბაქოს მაცხოვრის ეკლესიაში 7-წლიანი მსახურების შემდეგ მას 27. 09. 2025 დავემშვიდობეთ.

მადლობა გოტჰარდ ლემპეს ამ მსახურებისთვის, ის ყველას ძალიან დაგვაკლდება.

ეპისკოპოსი ბარაისი მასთან დასამშვიდობებლად ბაქოში ჩავიდა, იქ ჩაატარა პასტორის მსახურებიდან წასვლის ცერემონიალი და დალოცა პასტორი ლემკე ცხოვრების ახალი ეტაპისთვის.

მრევლის წევრების გარდა პასტორ ლემკეს საპატივცემულოიდ გამართულ ღონისძიებას ესწრებოდნენ გერმანიის ელჩი ბატონი ჰორლემანი და რელიგიების სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლები.

https://www.facebook.com/share/v/167DVcjiKq/

ეპისკოპოსი ჰოლცვერტი რუსეთიდან.

ვიზიტი სოხუმის სამრევლოში

ნათლობა 13.07.2025

გილოცავთ ნათლობას!

რელიგიათაშორისი საჭადრაკო ტურნირი

თბილისის შერიგების ეკლესიის მამაკაცთა კლუბის წევრებმა ტურნირში მონაწილეობა მიიღეს და მესამე ადგილი დაიკავეს. ვამაყობთ ჩვენი მამაკაცთა კლუბით!

To top

ზარი რუსთავის ეკლესიისთვის

2019 წელს ბობლინგენში მურკენბახის ევანგელიური სამრევლო ცენტრი დაანგრიეს. დარჩა 1985 წელს ჩამოსხმული დიდი, 750 კგ-იანი ეკლესიის ზარი. 
როდესაც სელეს მაშინდელმა ეპისკოპოსმა მარკუს შოხმა ამის შესახებ შეიტყო (ის ადრე მეზობლად მდებარე ზინდელფინგენის სამრევლოში პასტორად მსახურობდა), წამოაყენა ამ ზარის ბოლნისის ეკლესიისთვის გადაცემის იდეა. ბოლნისი, ძველი კატარინენფელდი საქართველოში მცხოვრებ გერმანელთა მაშინდელ დედაქალაქად ითვლებოდა. ლუთერული ეკლესიის შენობა ჯერ კიდევ დგას ქალაქის ცენტრში და 2024 წლამდე სპორტული დარბაზის ფუნქციას ასრულებდა.  ნაგებობის დაბრუნების შემთხვევაში ეკლესიის კოშკს, რომელიც ფუნქციის შეცვლის შემდეგ მოანგრიეს, კვლავ აღადგენენ. მაშინ იქ დაიმკვიდრებდა ზარი თავის ახალ ადგილს. 
ამასობაში სპორტული სკოლა კი გადავიდა, თუმცა ეკლესიის რემონტი არც დაწყებულა. ჯერ-ჯერობით გაუგებარია, როდის დაიწყება სარემონტო სამუშაოები. ამიტომ ეპისკოპოსმა ბარაისმა გადაწყვიტა, ზარი რუსთავის სამრევლოსთვის ჩამოეტანა. ეს ზუსტად დროული აღმოჩნდა, რადგან ზარის სამი წლის მანძილზე ვალდჰაიმ ტანენბერგში ყოფნის შემდეგ ბობლინგენში გადაწყვიტეს, ის ჰერენბერგის ზარების მუზეუმისთვის გადაეცათ. 
ვიურტემბერგის ეკლესიის ზარების ექსპერტის (და სამხარეო ეკლესიის მუსიკალური დირექტორის) მ. ჰანკეს დახმარებით ზარი პროფესიონალურად – სრულ ჩარჩოში – შეფუთეს, გზაში რომ არ დაზიანებულიყო. 
ორ ტონამდე სიმძიმის ძვირფასი ტვირთი შორ გზას დაადგა. ჯერ დარმსჰაიმში ჩავიდა, საიდანაც გადაზიდვების ფირმამ სახმელეთო გზით თბილისში და რუსთავში გამოუშვა. მისაბმელზე განთავსებული ზარის რეკვამ ბობლინგენისკენ და ზინდელფინგენისკენ გზაზე დიდი ყურადღება მიიპყრო.
13 დღის თავზე სატვირთო ავტომობილი თბილისში ჩამოვიდა. განბაჟებამ უპრობლემოდ ჩაიარა. რთული აღმოჩნდა ზარის მიტანა საბაჟოს საწყობიდან რუსთავამდე, თუმცა ამანაც წარმატებით ჩაიარა.
ამჟამად ზარი რუსთავის ეკლესიის წინ დევს. იმედია, მალე დასრულდება ეკლესიის კოშკის მშენებლობასთან დაკავშირებული ფორმალობების მოგვარება და მშენებლობის დაწყებას შევძლებთ. ჩვენი მიზანია, ზარის ხმა აღდგომის დღესასწაულზე ისმოდეს. სიახლეებს ჩვენგან შეიტყობთ.
 

სელეს VII. სინოდის მე-5-ე სხდომა

შაბათს, 26 აპრილს თბილისის შერიგების ეკლესიაში სელეს VII. სინოდის მე-5-ე სხდომა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდა სინოდის 19 წევრი და 8 სტუმარი ბაქოდან, ბოლნისიდან, ბორჯომიდან, რუსთავიდან და თბილისიდან. სამწუხაროდ, გარდაბნიდან ჩამოსვლა საპატიო მიზეზით ვერ შეძლეს. ფორმალობების შემდეგ ეპისკოპოსმა ბარაისმა ანგარიში წარმოადგინა, რომელშიც ისაუბრა საეკლესიო წელს მომხდარ უმნიშვნელოვანეს მოვლენებზე და ასევე დიაკონური სამსახურის რესტრუქტურიზაციის გეგმებზე, რომელიც მის ყველა ნაწილს შეეხება: სასადილოს, საკვები პროდუქტების პროგრამას და სამედიცინო პერსონალს. ეპისკოპოსმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია კონცენტრირება იმ სფეროებზე, რომლებსაც სახელმწიფო სუსტად ან თითქმის არ უჭერს მხარს, როგორიცაა დასაქმების თერაპია ფსიქიური ტრამვის მქონე ადამიანებისთვის ან მუსიკის თერაპია შშმ ბავშვებისთვის. შენობის განახლება და რემონტი ხორციელდება არა მხოლოდ თბილისის შერიგების ეკლესიაში, არამედ დუშეთშიც, სადაც იგეგმება სემინარები და ახალგაზრდული საზაფხულო ბანაკები, ასევე ყვარელში – ტურისტული ჯგუფების მისაღებად მიმზიდველ ადგილას. წელს სომხეთში დამოუკიდებელი დიაკონური სამსახური დარეგისტრირდა. ეპისკოპოსის ანგარიშს მწვავე დისკუსია მოჰყვა. 

სელეს ხაზინადარმა ნატალია კაიზერმა ეკლესიის ბუღალტერთან ტიმა არეშევასთან ერთად 2024 წელს ეკლესიის და სათემოების საქმიანობის ფინანსური ანგარიში წარმოადგინა და ბიუჯეტის ზოგიერთ პუნქტში გადახარჯვაზე და თბილისის სამრევლოს მიერ თვითდაფინანსების კუთხით კონცერტებითა და ეკლესიის დარბაზის გაქირავებით მიღწეულ წარმატებაზე გაამახვილა ყურადღება. ბოლოს ევანგელიურ-ლუთერული დიაკონური საზოგადოების 2024 წლის ფინანსური ანგარიში წარმოადგინეს დიაკონიის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელმა მაია გოცაძემ და შინ მოვლის სამსახურის ხელმძღვანელმა მადონა ურკევიჩმა. 

მწვავე დისკუსია გამოიწვია ეპისკოპოს როლფ ბარაისის გამოსვლამ საკვები პროდუქტების ყოველთვიური დარიგების აქციის თემაზე გერმანიიდან შემცირებული დაფინანსების გამო. 25 წელია, გერმანიაში გროვდება შემოწირულობები უპოვარი ადამიანებისთვის, თუმცა მას შემდეგ შეიცვალა როგორც გერმანიის, ისე საქართველოს ფინანსური მდგომარეობა. დახმარება იმ ადამიანებმა უნდა მიიღონ, ვისაც ნამდვილად სჭირდება ის. სინამდვილეში ასეთია პროდუქტების მიმღებთა 5-10 %, დანარჩენებისთვის კი ეს პროგრამა უბრალოდ კომფორტულია: ისინი ეკლესიისგან ყოველთვიურად საჩუქრად იღებენ პროდუქტებს და ამგვარად საყიდლებზე საკუთარ სახსრებს ზოგავენ. სამრევლოს თავმჯდომარეებმა აღიარეს, რომ საკვები პროდუქტების პროგრამა ადამიანებს იზიდავს და მათთვის მრევლში ყოფნის მოტივაციას წარმოადგენს. რა თქმა უნდა, აღნიშნა ეპისკოპოსმა ბარაისმა, ეკლესიას უნდა ჰქონდეს დიაკონური მუშაობა, ეს მომავალშიც ასე იქნება, ეკლესიაში მოყვასს უნდა ეხმარებოდნენ სიტყვითა და საქმით. თუმცა ეკლესია შეცდომაში არ უნდა შევიდეს და გამოყენების ინსტრუმენტად არ უნდა გადაიქცეს. გარდა ამისა, ჩვენ ანგარიშვალდებული ვართ ჩვენს შემომწირველებთან გერმანიაში, რომ მიღებული თანხები მიზნობრივად დაიხარჯება. ხანგრძლივი განხილვის შემდეგ სინოდის წევრები მივიდნენ დასკვნამდე, რომ საჭიროა კომისიის შექმნა პროდუქტების შეკვრის მიმღებთა “გაჭირვებულობის დონის” დასადგენად. კარგი იქნებოდა, თითოეული ადამიანი თავის თავს ეკითხებოდეს, რისი გაკეთება შეუძლია მას ეკლესიისთვის და როგორ შეუძლია მადლიერება გამოიჩინოს ეკლესიისადმი, რომელმაც ამდენი სიკეთე გაუკეთა – გამუდმებით დახმარების თხოვნის თუ მოთხოვნის ნაცვლად. 

ეპისკოპოსმა ბარაისმა გულითადი მადლობა გადაუხადა სარევიზიო კომისიას მრავაწლიანი ნაყოფიერი მუშაობისთვის და სთხოვა, იფიქრონ საკუთარი გამოცდილების სხვებისთვის გადაცემაზე და საქმის ღირსეული გამგრძელებლების აღზრდაზე. 2025 წლის საზაფხულო ბანაკების მოსამზადებელი კომიტეტის საქმიანობის ანაგრიში კომიტეტის თავმჯდომარემ ანტონ ჩახლოუმ წარმოადგინა. 

სინოდის განსაკუთრებით ამაღელვებელი მომენტი იყო დამშვიდობება პასტორ გოტჰარდ ლემკესთან, რომელიც შვიდი წელი ერთგულად ემსახურებოდა ბაქოს მაცხოვრის სამრევლოს და რომელიც ზაფხულში წყვეტს მუშაობას. მას ეპისკოპოსმა ბარაისმა ეკლესიის სახელით მადლობა უთხრა და სამახსოვრო საჩუქარი გადასცა. 

ბოლოს ეპისკოპოსმა ბარაისმა მადლობა უთხრა სინოდის ყველა წევრს და სტუმარს ნაყოფიერი ერთობლივი მუშაობისთვის და უსურვა მათ ღვთის კურთხევა ეკლესიის სასიკეთოდ მუშაობისას.
 

აღდგომა

აღდგომა ყველა ქრისტიანისთვის გამორჩეული და განსაკუთრებული დღეა. ჩვენს ეკლესიაში ის მუდამ საზეიმოდ აღინიშნება. ამჯერადაც მრევლის წევრებმა ტრადიციულად იზეიმეს იესო ქრისტეს აღდგომა. ყველა სამრევლოში ჩატარდა ღვთისმსახურებები, სადაც მრევლის წევრებმა და სტუმრებმა ერთად შეასრულეს ჰიმნები და უფლის ლოცვები. ტრადიციულად ეს დღესასწაული თბილისის და რუსთავის მრევლის წევრებს რელიგიის საკითხების სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლებმა მიულოცეს.
ბავშვებმა სამრევლოებიდანაც მოამზადეს მრავალფეროვანი პროგრამა, რომლებმაც უფროსების აღფრთოვანება გამოიწვია. თბილისის საკვირაო სკოლაში თინეიჯერების კლუბის წევრებმა სოფია ოგანესიანმა და ლიზა სააკიანმა არაჩვეულებრივი პროგრამა წარმოადგინეს: კვერცხების ძებნა ეკლესიის ეზოში, რის შემდეგაც ჯგუფებად დაიყვნენ და სახალისო ვიქტორინა ჩაატარეს. უნდა აღინიშნოს, რომ გოგონებმა საკუთარ თავზე აიღეს ლიდერობა საბავშვო აქტივობების მომზადების და ჩატარების დროს. დიდი მადლობა, ლიზა და სოფია, ამ ინიციატივისა და სიხარულისთვის, რომელიც ბავშვებს მიანიჭეთ!
რუსთავის მშვიდობის ეკლესიის საკვირაო სკოლის ბავშვებმა პედაგოგების ანა აბშილავას და საშა შუბინის ხელმძღვანელობით შესანიშნავი სააღდგომო კონცერტი ჩაატარეს და კოსტუმირებული სცენებით, ლექსებითა და სიმღერებით, ასევე ფლეიტაზე ვირტუოზული შესრულებით მრევლის წევრებს დიდი სიამოვნება მიანიჭეს. თინეიჯერების ჯგუფის წარმომადგენელი ლიზა ნერგაძე პირველად წარსდგა სტუმრების წინ და მათ სააღდგომო ისტორიის გარშემო ქადაგება წაუკითხა. 
აღდგომის საღამოს ეპისკოპოსმა როლფ ბარაისმა თბილისის შერიგების ეკლესიაში პირველად ჩაატარა უჩვეულო ეკუმენური ღვთისმსახურება აგაპე, რომელშიც მონაწილეობდნენ ევანგელიურ-ბაპტისტური, რომის-კათოლიკური და ჩვენი ეკლესიის მრევლის წევრები თბილისიდან და რუსთავიდან და ასევე სტუმრები. ეკლესიის დარბაზში დადგმულ მაგიდასთან ლოცვისა და სიმღერების შემდეგ აგაპე-სუფრა გაეწყო აღდგომის წინა საღამოს იესოს და მისი მოწაფეების მსგავსად. 
ჩვენთვის, ადამიანებისთვის, სრულებით შეუძლებელია, ჩავწვდეთ ღმერთის, შემოქმედის უზარმაზარ, მარადიულ, ყოვლისმომცველ, უპირობო სიყვარულს. იესომ ამქვეყნად თავისი გზა განვლო, რათა ჩვენთვის სიყვარულის მაგალითი მოეცა! ვიცხოვროთ ერთმანეთის სიყვარულით და მშვიდობით და ვუწილადოთ ადამიანებს ღვთის სიყვარულის ნათელი!
 

ნათლობა

გილოცავთ!

25.01. 2025

სინოდი

07.12.2024

ინკლუზიური პროექტი - მუსიკა ყველასთვის

2024 წლის სამების დღესასწაული

განსაკუთრებულ მოვლენად იქცა ჩვენს ეკლესიაში: ორმა ახალგაზრდამ, გიორგი ადამიამ და ელენე შოთაშვილმა ამ დღეს კონფირმაცია მიიღეს.

ELKG სიხარულით ულოცავს ორივეს!  

დაე, მათ კვლავ და კვლავ განუცხადონ თანხმობა სამსახიერ ღმერთს. 

ცენტრალურ ღვთისმსახურებაზე, რომელსაც ჩვენი ყველა სამრევლოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ხელი მოეწერა წევრობის ხელშეკრულებას ევროპის ევანგელიური ეკლესიების გაერთიანებასთნ

თბილისი, სელე, გერმანიის ტრომბონების ევანგელიურ დღეზე

ადგომა 2024

ეპისკოპოსი ბარაისი კამერუნში "პარტნიორულ მისიაზე"

იმყოფება კამერუნის პრესბიტერიანულ ეკლესიასა და სელე-ს შორის საეკლესიო პარტნიორობის დასამყარებლად. იქ ეპისკოპოსი ბარაისი შეხვდა თავის "ძველ ნაცნობს" ჯ. ბეტენკურტს, რომელიც ამჟამად კამერუნში ნუნციუსად მსახურობს.

ეკუმენური ღვთისმსახურება

ქრისტიანთა ერთიანობისთვის ლოცვა 19.01.2024

გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი და მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი (ლუკა 10, 27)

 

შობა 2023

პირველი ადვენტი

სინოდი - 25.11.2023

ბავშვთა გუნდების ფესტივალი ასურეთში

7 ოქტომბერს

შაბათს, 7 ოქტომბერს, ასურეთის ძველ გერმანულ ლუთერულ ეკლესიაში ბავშვთა გუნდების ფესტივალი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ჩვენი გუნდები რუსთავიდან, ბოლნისიდან, ბორჯომიდან, ასევე გუნდი ასურეთიდან. დიდი მადლობა ფესტივალის ყველა მონაწილეს, ასევე გერმანიის საელჩოს რეგიონის ადმინისტრაციასთან კონტაქტების დამყარებისთვის, რომელმაც ამ ფესტივალის ჩატარება შესაძლებელი გახადა, ასევე ადგილობრივ მმართველობას რჩევისა და ქმედითი მხარდაჭერისთვის. იმედია, ეს ფესტივალი მრავალ საკონცერტო და კულტურულ ღონისძიებას მისცემს დასაბამს. . .

სელე მთელი გულით ულოცავს Hoffnung für Osteuropa-ს 30 წლის იუბილეს

მადლობა თანადგომისა და სასოებისთვის, რომელიც თქვენგან მივიღეთ! ეპისკოპოსი ბარაისი საზეიმო ღონისძიებებს დაესწრო.

გარდა ამისა, ვულოცავთ ქალბატონ ირინა პეტერს Hoffnung für Europa-ს და Renovabis-ის კვლევითი ჯილდოს მოპოვებას, რომელიც სომხეთში შშმ ქალების ცხოვრების შესწავლას ითვალისწინებს.  

სელეს დღის აღნიშვნა თბილისში ყველა სამრევლოს მონაწილეობით.

ეპისკოპოსთა კრება

7 - 10 სექტემბერი 2023

ეპისკოპოსის კურთხევის ღვთისმსახურება 2023 წლის 22 იანვარს

მაშინ მოვლენ აღმოსავლეთით და დასავლეთით, ჩრდილოეთით და სამხრეთით და ინახად დასხდებიან ღმრთის სასუფეველში“, ნათქვამია 22 იანვრისთვის განკუთვნილ სიტყვებში, რომელიც ამავდროულად საქართველოს და სამხრეთ კავკასიის ევანგელიურ-ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსის როლფ ბარაისის კურთხევის დღე გახლდათ. იშვიათად მისადაგებია ეს სიტყვები ღვთისმსახურებას ისე, როგორც როლფ ბარაისის ეპისკოპოსად კურთხევის დღეს. ეს იყო მართლაც ეკუმენური, რელიგიათაშორისო და საერთაშორისო ღვთისმსახურება: ყოფილმა ეპისკოპოსმა კიდერლენმა, არქიეპისკოპოსმა პროვოროვმა და ეპისკოპოსმა გოლიმ (ვიურტემბერგის სამხარეო ეკლესია) მონაწილეობა მიიღეს კურთხევაში. მას აძლიერებდნენ ბაპტისტური ეკლესიის არქიეპისკოპოსი, რეგიონალური ეპისკოპოსი ჰრობონი/სლოვაკეთი და ჩვენი ეკლესიის პასტორები. სელეს „დედამ“ ქრისტიანე ჰუმელმა ეპისკოპოს როლფს საეპისკოპოსო ჯვარი გადასცა.

პასტორი როლფ ბარაისი ეპისკოპოსად აირჩიეს

პასტორი  ბარაისი  მაისიდან  ხელმძღვანელობდა  საქართველოს და სამხრეთ კავკასიის ევანგელიურ-ლუთერულ  ეკლესიას  საეპისკოპოსო  ვიზიტატორის  რანგში. შაბათს, 2022 წლის 19 ნოემბერს კი ის ეკლესიის  სინოდზე  ერთხმად  აირჩიეს  ახალ  ეპისკოპოსად.

ჩვენ ვზეიმობთ მოსავლის მადლიერების დღესასწაულს 2022

პფალცის დიაკონია. სიახლეები. 18.07.2022

რწმენის, სიყვარულის და იმედის ტრიადა

„იმედი ევროპისთვის“ 29-ე აქციისადმი მიძღვნილი საზეიმო ღვთისმსახურება დევიზით „გავაძლიეროთ იმედი“
შპაიერი. დევიზით „გავაძლიეროთ იმედი“ კვირას შპაიერის პროტესტის მემორიალურ ეკლესიაში გაიმართა „ევროპისთვის იმედის“ 29-ე აქციისადმი მიძღვნილი საზეიმო ღვთისმსახურება, რომლის ფოკუსში წელს საქართველო იყო.
ღვთისმსახურებაზე ყველა ნოტაში იმედი ისმოდა. მუსიკალური თანხლება ქართულმა გუნდმა „გლორიამ“ ითავა ნატალია ჩაგანავას ხელმძღვანელობით და კატარინა გორტნერის ახალგაზრდულმა ტრომბონების გუნდმა მათიას ფითინგის მეთარობით. ღვთისმსახურება გახსნეს დეკანმა მარკუს იეკლემ, საქართველოს ევანგელიურ-ლუთერული ეკლესიის არჩეულმა ეპისკოპოსმა როლფ ბარაისმა და სამხარეო დიაკონიის პასტორმა ალბრეხტ ბერმა. მასში მონაწილეობდნენ ასევე პასტორი კორინა ვაისმანი, პრედიკანტი გიზელა ჰელვიგ-მაიერი და ყოფილი დეკანი არმინ იუნგი.
რწმენა, სიყვარული და იმედი: ამ ტრიადაში აერთიანებს ღმერთი ყველას, ვინც მის სიტყვას შეისმენს, აღნიშნა უფროსმა საეკლესიო მრჩეველმა მანფრედ ზუტერმა თავის ქადაგებაში. განსაკუთრებით ახლა ხდება ნათელი, რამდენად მნიშვნელოვანია იმედი, როგორც შუა ტონი სიყვარულის მაღალ ნოტებსა და რწმენის ბანს შორის. პანდემიის დროს, როდესაც ადამიანები მეტ მოვლას საჭიროებდნენ, ხოლო ახლა უკვე ევროპაში მძინვარე ომის ფონზე ადამიანებს იმედი სჭირდებათ, რომელიც შექმნილი ვითარებით კი არ დაკმაყოფილდება, არამედ მამაცად გაიბრძოლებს სირთულეების წინააღმდეგ. ზუტერმა ხაზი გაუსვა საქართველოს დიაკონიის საქმიანობას, რომელიც ადამიანებში იმედს აღვივებს.

ჩართულობა პარტნიორ ქვაყანაში საქართველოში
1999 წელს დაარსდა საქართველოს ევანგელიურ-ლუთერული დიაკონური საზოგადოება, როგორც საჯარო სამართლის კავშირი. ის შინ მოვლის და სამრევლო დიაკონიის სფეროში მუშაობს, ფლობს მოხუცებულთა თავშესაფარს, რამდენიმე უფასო სასადილოს, არიგებს პროდუქტებს და კონსულტაციას უწევს ადამიანებს მიგრანტული ბიოგრაფიით. 2019 წელს პფალცის დიაკონიამ დააფუძნა შინ მოვლის სამსახური საქართველოს მთიან რეგიონში დუშეთში და მას შემდეგ კურირებს მას. აქ მუშაობს 14 თანამშრომელი, მეტწილად დიპლომირებული ექთანი. ისინი ზრუნავენ ხანდაზმულ და მარტო მყოფ პაციენტებზე. დუშეთის რეგიონში, რომელიც სამხრეთ ოსეთის საზღვართან, თბილისიდან 65 კმ-ში მდებარეობს, 70-მდე ადამიანს ვუწევთ დახმარებას. შინ მოვლის სამსახური საქალაქო ადმინისტრაციებთან ერთად მუშაობს და ზრუნავს ყველა იმ ადამიანზე, ვისაც დახმარება ესაჭიროება ეთნიკური და რელიგიური მიკუთვნების მიუხედავად. მაისში გაიმართა თბილისის ევანგელიურ-ლუთერული ეკლესიის ახალგაზრდების და კირკელის კონფირმანტების შეხვედრა. პფალცში ისინი ქალაქ ჰომბურგის ზაარპფალცის გიმნაზიის სასკოლო გაცვლის ფარგლებში იყვნენ სტუმრად. 
ბოლოს სამხარეო დიაკონიის პასტორმა ალბრეხტ ბერმა გახსნა „ევროპისთვის იმედის“ 29-ე აქციის დღე და ყველას შეგვახსენა, რომ ლოცვის და სუსტების დაცვის გარდა მნიშვნელოვანია ფულიც აღმოსავლეთ ევროპაში დიაკონიის ფუნქციონირებისთვის. Dა მხოლოდ მაშინ, თუ დიაკონია იმუშავებს, ის შეძლებს რეალობის შეცვლას და იმედის გავრცელებას.
ღვთისმახურების შემდეგ მემორიალური ეკლესიის სამრევლომ ყველანი მიღებაზე მიგვიპატიჟა. 

 

                                                                       ინფორმაცია ნახვა გერმანულ ენაზე შეგიძლიათ აქ

 https://www.diakonie-pfalz.de/aktuelles/nachrichten/nachrichten/der-dreiklang-von-glauben-liebe-und-hoffnung

რელიგიათაშორისი საჭადრაკო ტურნირი

16 და 17 ივნისს ჭადრაკის სასახლეში რელიგიების საკითხების სახელმწიფო სააგენტოს და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ინიციატივით პირველი რელიგიათაშორისი ჩემპიონატი გაიმართა ჭადრაკში. მასში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში დარეგისტრირებული ეკლესიების და სხვა რელიგიური გაერთიანებების სამრევლოების წევრებმა.

რელიგიების სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივას საფუძვლად დაედო განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც მომავალი სასწავლო წლიდან ჭადრაკის სწავლება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში დაიწყება.

თბილისის შერიგების ეკლესიის მამაკაცთა კლუბის წევრებმა ტურნირში მონაწილეობა მიიღეს და მეოთხე ადგილი დაიკავეს. ვამაყობთ ჩვენი მამაკაცთა კლუბით!

ზაზა ვაშაყმაძემ, რელიგიის საკითხების სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ და გიორგი გიორგაძემ, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა, გამარჯვებულებს სიგელები გადასცეს და მადლობა მოახსენეს მონაწილეობისთვის.

ჭადრაკის ტურნირის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე:

https://www.facebook.com/ReligiisSaagento/videos/352347507040450

https://www.facebook.com/ReligiisSaagento/videos/740530700602496

 

საზეიმო ღვთისმსახურება 1 მაისში

საზეიმო ღვთისმსახურებაზე ზიარებით მივესალმეთ ჩვენი ეკლესიის მომავალ ეპისკოპოსს როლფ ბარაისს. მასთან მისასალმებლად ჩამოვიდნენ მრევლის წევრები საქართველოს ყველა სამრევლოდან.

"დაპირისპირება და პოლარიზაცია დაძლეული უნდა იქნას"

საქართველოს პრეზიდენტმა 2021 წლის 21 დეკემბერს ორბელიანის სასახლეში გამართული რელიგიური გაერთიანებების  საშობაო და საახალწლო მიღების დროს ისაუბრა იმ ინიციატივის შესახებ, რომელიც ქართულ საზოგადოებაში არსებული განხეთქილების დაძლევას ემსახურება. “დღეს საზოგადოება დაიღალა დაპირისპირებით და პოლარიზაციით და სურვილი აქვთ, რომ გამოვიდეთ შექმნილი ჩიხური მდგომარეობიდან”,  განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. მან მოუწოდა რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებს, მხარი დაუჭირონ შერიგების ამ პროცესს, რომელიც შედეგად მოიტანს ურთიერთპატივისცემის და საქართველოში შემწყნარებლობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის აღდგენას. ეპისკოპოსმა მარკუს შოხმა აგრეთვე გამოთქვა შეშფოთება ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო და საქართველოს ევანგელიურ-ლუთერული ეკლესიის სახელით დადებითად შეაფასა პრეზიდენტის ძალისხმევა. “იმედი მაქვს, საზოგადოება აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად საერთო ენას იპოვის. გისურვებთ მოთმინებასა და სიბრძნეს ამ ინიციატივის განსახორციელებლად. ჩვენ, როგორც ლუთერული ეკლესია ჩვენი მხრივ წვლილს შევიტანთ ამ პროცესში”, ხაზი გაუსვა ეპისკოპოსმა მარკუს შოხმა პრეზიდენტისადმი მიმართვაში.

პასტორი როლფ ბარაისი დამტკიცებულია ახალ საეპისკოპოსო ვიზიტატორად

ორი წლის შემდეგ სელეს სინოდის შემდეგი სხდომა ჩატარდა

კორონავირუსის პანდემიის გამო სელეს სინოდი 2 წლის მანძილზე არ ჩატარებულა. 2021 წლის 4 დეკემბრის სხდომაზე დასწრება ვერ შეძლეს საქართველოს ფარგლებს გარეთ მდებარე სამრევლოების წარმომადგენლებმა. სინოდმა მიიღო 2022 წლის ბიუჯეტი და ამასთანავე გასული ორი წლის ფინანსური ანგარიში განიხილა.

სინოდმა სხდომაზე დაამტკიცა პრეზიდიუმის გადაწყვეტილება პასტორ როლფ  ბარაისის სელეს საეპისკოპოსო ვიზიტატორად არჩევის თაობაზე. ის 2022 წლის 1 მაისს შეუდგება მოვალეობის შესრულებას, როგორც ეს გათვალისწინებულია ეკლესიის წესდებაში ეპისკოპოსის მსახურების შესახებ. ძალიანმიხარია, რომჩემისაქმისგამგრძელებელივიპოვეთ”, აღნიშნა თავის გამოსვლაში ეპისკოპოსმა მარკუს შოხმა, რომელიც 2022 წლის გაზაფხულზე ვიურტემბერგის სამხარეო ეკლესიას დაუბრუნდება. ესსაშუალებასმოგვცემს, მარტივადდაკარგადგადავლახოთგარდამავალიპერიოდიდასაქმეებისგადაბარება, სინოდსდასამრევლოებსკიშესაძლებლობამიეცემათ, აუჩქარებლადგაეცნონსაეპისკოპოსივიზიტატორსეპისკოპოსისპოსტზემისარჩევამდე”.

როლფ ბარაისი ვიურტემბერგის ევანგელიური სამხარეო ეკლესიის პასტორია და ამჟამად სანახევროდ ჰაიდენჰაიმის/ბრენცის საეკლესიო ოლქის მრევლის პასტორია, სანახევროდ კი გერმანიის ევანგელიური საყვირების საზოგადოების (epid.de) თავმჯდომარე. ჰყავს მეუღლე და 15-29 წლის ასაკის 5 შვილი. მართალია, ოჯახი საქართველოში საცხოვრებლად ვერ გადმოვა, თუმცა ოჯახის  მრჩეველთა  საბჭომ  მოიწონა  ჩემი კანდიდატურასელეშიმსახურებისთვის, თქვა ბარაისმა.

საქართველოს ევანგელიურ-ლუთერული ეკლესიის კანცელარიის შეტყობინება:

საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის ევანგელიურ-ლუთერული ეკლესიის (სელე) ეპისკოპოსი მარკუს შოხი აირჩიეს ვიურტემბერგის სამხარეო ეკლესიის როიტლინგენის პრელატურის პრელატად (რეგიონალურ ეპისკოპოსად). როიტლინგენის პრელატურა მოიცავს 12 საეკლესიო ოლქს 392 საეკლესიო სამრევლოთი და 598 000-მდე მრევლის წევრით. ამ თანამდებობას მარკუს შოხი 2022 წლის გაზაფხულიდან დაიკავებს, მანამდე კი თბილისში გააგრძელებს  მსახურებას ეპისკოპოსის რანგში.

სინოდის პრეზიდიუმმა გადაწყვიტა, თხოვნით მიმართოს ვიურტემბერგის სამხარეო ეკლესიას, რათა მან კავკასიაში მოავლინოს საეპისკოპოსო ვიზიტატორი ეპისკოპოსის მოვალეობის შესასრულებლად. უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები და გვაქვს იმედი იმისა, რომ მომავალ წელს ვიურტემბერგიდან თბილისში შესაფერისი ადამიანი ჩამოვა. დეტალები მომდევნო დღეებში გაირკვევა. სინოდის პრეზიდიუმისთვის მნიშვნელოვანია, რომ ეკლესიას კარგი ხელმძღვანელი ეყოლება.

ერთობლივი მოსავლის აღების დღესასწაული თბილისში 2021

საეკლესიო მრჩეველთან კლაუს რიტთან გამომშვიდობებით

ჩვეულებრივ მოსავლის აღების დღესასწაულზე შერიგების ეკლესიის ეზოში ჩვენი „ეკლესიის და დიაკონიის“ ზეიმს ვატარებთ ხოლმე ყველა სამრევლოსთან ერთად. წელს კორონავირუსის პანდემიის გამო ეს დღე უფროსებთან და ბავშვებთან ერთად ვერ აღვნიშნეთ. თუმცა ყველა სამრევლო კვირას ერთობლივ ღვთისმსახურებაზე და სადილზე დავპატიჟეთ შერიგების ეკლესიაში.

ღვთისმსახურების დროს დავემშვიდობეთ საეკლესიო მრჩეველ კლაუს რიტს, როგორც ვიურტემბერგის ევანგელიური სამხარეო ეკლესიის მისიისა და ეკუმენის განყოფილების ხელმძღვანელს; ის წლების მანძილზე მხარში ედგა კავკასიაში ჩვენს ეკლესიას და წლის ბოლოს პენსიაზე გადის.

‘ჰილტონი’ სტუმრად შერიგების ეკლესიაში

ბათუმის სასტუმრო “ჰილტონმა’ ივნისის ბოლოს თბილისში სარეკლამო მოგზაურობა მოაწყო და ქალთა წრის წევრების სასიხარულოდ თავისი საკვები-სატვირთო მანქანა შერიგების ეკლესიის ეზოშიც გააჩერა. ‘ჰილტონის’ გენერალურმა მენეჯერმა ტორსტენ ველერმა აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი ჩვენი ეკლესიის მოღვაწეობის საქმიანობის ნიშანია, სადაც ადამიანები ერთმანეთზე ზრუნავენ და ერთმანეთს და სხვებს ეხმარებიან.

ქრისტე აღსდგა! - ჭეშმარიტად!

2021 წლის აღდგომა სელე-ს სამრევლოებში

 

ჩვენს ეკლესიაში უკვე მეორედ აღინიშნა აღდგომა პანდემიის დროს. წელს საქართველოში, მადლობა ღმერთს, შევძელით სააღდგომოდ ეკლესიებში და სამრევლო ცენტრებში შეკრება. აღდგომის დღესასწაულში მონაწილეობა მიიღეს სამრევლოების საკვირაო სკოლების ბავშვებმა და მშობლებმაც. ყველა გახარებული იყო აღდგომის დღესასწაულის ერთად აღნიშვნის შესაძლებლობით.

სხვა ფოტოებსა და შთაბეჭდილებებს იხილავთ საკვირაო სკოლის ფეისბუქის გვერდზე.

ჯვრის სვლა შერიგების ეკლესიაში

წითელი პარასკევი 2021

2021 წლის მსოფლიო ლოცვის დღე საქართველოში

წლევანდელი მსოფლიო ლოცვის დღისათვის ლიტურგია ვანუატუელმა ქალებმა  მოამზადეს. საქართველოში ის თბილისის და რუსთავის სამრევლოებმა 5 მარტს თბილისის შერიგების ეკლესიაში ერთად აღნიშნეს, პანდემიის გამო ღონისძიება ნაწილობრივ ღია ცის ქვეშ, ეკლესიის ეზოში გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ საკვირაო სკოლის ბავშვებიც.

ეკუმენურ ღვთისმსახურება ქრისტიანთა ერთობისათვის

ა.წ. 22 იანვარს, პარასკევს, ევანგელურ-ლუთერულ შერიგების ეკლესიაში გაიმართა ეკუმენური ღვთისმსახურება ქრისტიანთა ერთობისათვის. წელს სამწუხაროთ მხოლოდ ლიტურგებს და ჩვენს გუნდს შეეძლოთ ამ მსახურებაში უშვალო მონაწილეობის მიღება. დანარჩენებს შეეძლოთ თანამონაწილეობა მხოლოდ online-ფორმათში.

ილოცეთ ჩვენთან ერთად და ჩვენს ძმებთან და დებთან ერთად კატოლიკე, სომხურ და ბაპტისტურ ეკლესიებიდან.

საეკლესიო ცხოვრება კორონა-ვირუსის მეორე ტალღის დროს

სტატია „კავკასიურ ფოსტაში“, იანვარი 2021

ვიურტემბერგის სამხარეო ეპისკოპოსის იულის სტუმრობა საქართველოში

18-20 სექტემბერს ვიურტემბერგის სამხარეო ეპისკოპოსი ფრანკ ოტფრიდ იული და ვიურტემბერგის სამხარეო ეკლესიის საეკლესიო მრჩეველი კლაუს რიტი საქართველოს ევანგელიურ-ლუთერულ ეკლესიას ესტუმრნენ. გაიმართა შეხვედრები და საუბრები საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებების და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან სოფიო კილაძესთან, საქართველოს სახალხო დამცველთან ნინო ლომჯარიასთან და რელიგიური საკითხების სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელთან ზაზა ვაშაყმაძესთან. გაიმართა შეხვედრები სხვა ქრისტიანული ეკლესიების წარმომადგენლებთან, მათ შორის ევანგელიურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსებთან, საქართველოს და სომხეთის სამოციქულო ნუნციუსთან და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოში, რომელსაც მისი უწმიდესობის ილია მეორის თანამოსაყდრე მიტროპოლიტი შიო, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე და მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია ესწრებოდნენ.

ეპისკოპოსმა იულიმ ყოფილი გერმანული დასახლებებიც მოინახულა. ბოლნისში/კატარინენფელდში ის ქალაქის მერმა დავით შერაზადიშვილმა მიიღო, რომელმაც სტუმარს ახლად გახსნილი მუზეუმი და ყოფილი გერმანული ეკლესიის შენობა დაათვალიერებინა, რომელიც დღემდე სპორტული დარბაზის ფუნქციას ასრულებს. მერმა აღნიშნა, რომ იგეგმება ახალი სპორტული დარბაზის მშენებლობა, რის შემდეგად ეკლესია გარემონტდება და მომავალში მისით სარგებლობას ლუთერული მრევლიც შეძლებს ღვთისმსახურებების ჩასატარებლად. გამორჩეული მოვლენა იყო ხსოვნის ღვთისმსახურება ასურეთის/ელიზაბეტტალის აღდგენილ მაცხოვრის ეკლესიაში. საბჭოთა პერიოდში ეს შენობა ეკლესიას ჩამოართვეს, ბოლოს მისგან მხოლოდ ნანგრევები-ღა იყო დარჩენილი. გასულ წელს ეკლესიის შენობა საქართველოს სახელმწიფომ აღადგინა და იქ ლუთერული მრწამსის გერმანელების მიერ მისი აშენებიდან 149 წლის შემდეგ ღვთისმსახურება ჩატარდა, რომელსაც გერმანიის ელჩი ჰუბერტ კნირშიც ესწრებოდა. გარდა ამისა, სამხარეო ეპისკოპოსმა იულიმ ბოლნისის და რუსთავის სამრევლოებიც მოინახულა და კვირას თბილისის შერიგების ეკლესიაში ღვთისმსახურება ჩაატარა.

ღვთისმსახურება ასურეთში:

ჩვენი საქართველოს ლუთერული ეკლესიისთვის ეს გახლდათ სოლიდარობის უმნიშვნელოვანესი ჟესტი, რამაც ჩვენი ურთიერთობები ვიურტემბერგის პარტნიორ ეკლესიასთან კიდევ უფრო გააღრმავა.

ჩვენი სტუმრები

2020 წ.. ოთხშაბათს, 9 სექტემბერს თბილისის შერიგების ეკლესიაში კონსტანტინე გამსახურდია გვესტუმრა - საქართველოს ელჩი ბერლინში - და გიორგი ანდრიაძე თბილისის მეცნიერებათა აკადემიიდან.

ლუთერული ეკლესიის მონახულება ასურეთში

პარასკევს, 10 ივლისს ეპისკოპოსმა მარკუს შოხმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი გახარიასთან, რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრთან მაია ცქიტიშვილთან და საქართველოში გერმანიის ელჩთან ჰუბერტ კნირშთან ერთად ასურეთის ლუთერული ეკლესია მოინახულეს. სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა ყოფილ გერმანულ დასახლება ელიზაბეთტალში ეკლესიის აღდგენითი სამუშაოები. ეპისკოპოსმა მარკუს შოხმა გამოთქვა იმედი, რომ ამ ისტორიულ ადგილას ჩატარდება ლუთერული ღვთისმსახურება. ამ ეკლესიას საქართველოს ევანგელიურ-ლუთერული ეკლესიის ისტორიაში გამორჩეული ადგილი უჭირავს.

საკვირაო სკოლა. ზაფხული 2020

რუსთავი და თბილისი

ქალთა კლუბი. ზაფხული 2020. პირველი შეხვედრა პანდემიის დროს შემდეგ

შერიგების ეკლესიის ეზოში

საეკლესიო ცხოვრება კორონას ჩრდილში

სტატია „კავკასიურ ფოსტაში“ აღდგომას

დაცვა ყოველდღიური მუშაობისთვის კორონას ჟამს

გერმანიის ელჩი ჰიგიენურ საშუალებებს გადასცემს დიაკვნის საზოგადოებას

2020 წლის 28 აპრილს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა ჰუბერტ კნირშმა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენელმა, ჰანეს ჰეხლერმა, საქართველოს ევანგელიურ ლუთერულ ეკლესიას გადასცეს ადგილობრივად წარმოებული სამედიცინო ერთჯერადი სახის ნიღბები, ერთჯერადი ხელთათმანები, ხელის სადეზინფექციო საშუალებები და რამოდენიმე FFP 2 დამცავი ნიღაბი.

მადონა ურკევიჩმა, დიაკვნის საზოგადოების შინ მოვლის სამსახურის კოორდინატორმა, მადლობა გადაუხადა ელჩს და GIZ- ს წარმომადგენელს: "ეს არის მნიშვნელოვანი დახმარება ჩვენთვის, რათა გავაგრძელოთ ჩვენი პაციენტების კეთილდღეობისთვის მუშაობა." ეპისკოპოსმა მარკუს შოხმა დაამატა: ”ყველა თანამშრომლისა და პაციენტის სახელით, მადლობას გიხდით ამ რთულ დროს ჩვენი საქმიანობის მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის.”

საეკლესიო მაცნე

აქ თქვენ შეგიძლიათ წაიკითხოთ ჩვენი აქტუალური „საეკლესიო მაცნე“ pdf-ფორმატში

ვიდეო-ღვთისმსახურებები

კორონა-ვირუსის პანდემიის დროს დაწესებულ შეზღუდვების გამო მრავალი თვეების მანზილზე არ ტარდებოდა ღვთისმსახურებები ჩვენს მრევლებში. ამ დროს ჩვენ ვიღებდით ვიდეო-ღვთისმსახურებებს, რომლებსაც აქ იხილავთ.

© საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის ევანგელიურ-ლუთერული ეკლესია

0102 თბილისი, ტ. გრანელის ქ. 15