სამიგრაციო კონსულტაციები

ტრანსნაციონალური პროექტის ფარგლებში, "გერმანიაში მომზადებულად და წარმატებულად ჩამოსვლა", ბადენის დიაკონური სამსახური (გერმანია), საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის დიაკონურ სამსახურთან ერთად გთავაზობთ საემიგრაციო კონსულტაციებს.  აღნიშნული პროგრამის ბენეფიციარები არიან საქართველოსა და სომხეთის ის მოქალაქეები, რომლებიც გეგმავენ მიგრაციას გერმანიაში. კონსულტაციების მსურველებს მიეწოდებათ რჩევები ისეთ თემებზე, როგორიცაა: პროფესიული განათლების მიღება, პროფესიული გადამზადება, აკადემიურ სფეროში დასაქმება ან ოჯახის გაერთიანება.  გარდა ინფორმაციული ხასიათის ცნობების გაცემისა, პროგრამის მიმდინარეობისას რეგულარულად განხორციელდება სხვადასხვა ღონისძიებები, როგორიცაა ფართოპროფილური შეხვედრები, გერმანული ენის კურსები და ა.შ.

 

პროექტის გუნდი:
ქეთი ბარათელი -  საქართველოს კონსულტანტი
ანიკა აკოპიან - პროექტის კოორდინატორი და სასომხეთის კონსულტანტი

ტელეფონი: +995 557 89 00 89
ელ-ფოსტა: info@diakonie-migration.ge

დამატებითი ინფორმაცია პროექტის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ  საინფორმაციო საიტზე ან მოგვწეროთ Facebook-ზე დამატებითი კონსულტაციებისათვის

© საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის ევანგელიურ-ლუთერული ეკლესია

0102 თბილისი, ტ. გრანელის ქ. 15