ყოფილ გერმანულ დასახლება ელიზაბეთტალში, რომელიც თბილისიდან 50 კმ დაშორებით მის სამხრეთ-დასავლეთში მდებარეობს, ყველაზე კარგად არის შენარჩუნებული „შვაბური“ სოფლისთვის დამახასიათებელი ხასიათი ტიპიური სახლებით. მაცხოვრის ძველი ლუთერული ეკლესია და გერმანული სასაფლაო ქალაქის მმართველობამ განაახლა, ეკლესიის შენობა სამომავლოდ კონცერტების, გამოფენების და შეკრებების მოწყობას დაეთმობა.
ჩვენ თვეში ერთხელ ვატარებთ ასურეთში ღვთისმსახურებას, რომელსაც თბილისიდან ჩასული პასტორი უძღვება. ამისათვის მეტწილად მანფრედ ტიხონოვის სახლში ვიკრიბებით, რომელიც რამდენიმე წლის წინ გერმანიიდან ასურეთში გადმოვიდა საცხოვრებლად, ერთი ძველი, ტრადიციული ფახვერკის არქიტექტურული სტილით ნაშენები სახლი კულტურული მემკვიდრეობის აღდგენის ყველა წესით განაახლა და აქ პატარა მევენახეობას ეწევა.