ერევნის სამრევლო ჯგუფი

სომხეთის დედაქალაქ ერევანში ჯერ-ჯერობით სახელმწიფოს მიერ რეგისტრირებული ლუთერული სამრევლო არ არსებობს. თუმცა ევანგელიური ქრისტიანები სისტემატურად იკრიბებიან კვირაობით გერმანული კულტურის ცენტრში, რომელიც სარიანის ქუჩის 22 ნომერში, კორპუსის 15-ე სართთულზე მდებარეობს, ბიბლიის ტექსტებს კითხულობენ და ქორალებს მღერიან. წელიწადში 3-4-ჯერ იქ თბილისიდან ჩადიან პასტორები, რათა მრევლთან ერთად გერმანულ და რუსულ ენაზე ღვთისმსახურება ჩაატარონ წმიდა ზიარებით.

კონტაქტი: ვიქტორ ვუხრერი, გერმანული კულტურის ცენტრის "ტევტონიას“ ხელმძღვანელი
(ელ. ფოსტა: nalgoulian@hotmail.com, ტელ.: +374 43 262270)

© საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის ევანგელიურ-ლუთერული ეკლესია

0102 თბილისი, ტ. გრანელის ქ. 15