გარდაბნის სამრევლო

ლუთერული სამრევლო გარდაბანში, თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთში, აზერბაიჯანის საზღვართან მდებარე პატარა ქალაქში ჩვენი ეკლესიის ყველაზე პატარა სამრევლოა. მისი ისტორია ყოფილ გერმანულ დასახლება ‘ბოტანიკასთან’  არის დაკავშირებული. ღვთისმსახურებას სისტემატურად ესწრება მრევლის წევრების 100 %, ისინი მრევლის თავმჯდომარის ოქსანა ქავთარაძის სახლში ჯერ ღვთისმსახურებაში მონაწილეობენ, შემდეგ კი დიდ დროს ატარებენ ერთად ჩაიზე. ყოველ კვირა დღეს პასტორი რუსთავის შემდეგ გარდაბანში ჩადის ღვთისმსახურების ჩასატარებლად. გარდაბნის მოსახლეობა მეტწილად აზერბაიჯანული წარმოშობისაა და მუსულმანურ რელიგიას მიეკუთვნება.

 

სამრევლო ცხოვრება

ამ პატარა სამრევლოში მხიარული და ინტენსიური ცხოვრება ჩქეფს, როდესაც მრევლის წევრები კვირაობით, 13. 00 საათისთვის ღვთისმსახურებაზე იკრიბებიან. შემდეგ ჩაის სმას მართავენ, ერთმანეთს გასული კვირის ამბებს უზიარებენ, ღმერთზე და ქვეყანაზე საუბრობენ.

 

მისამართი:

1300 გარდაბანი, გრიშაშვილის 4

მრევლის თავმჯდომარე:

ელ-ფოსტა: oksana-dushko@mail.ru

ტელეფონი:+995 577 50 60 10

© საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის ევანგელიურ-ლუთერული ეკლესია

0102 თბილისი, ტ. გრანელის ქ. 15