სამრევლო დიაკონია

ყველა ჩვენს მრევლში არსებობენ დიაკვნის წარმომადგენლები, რომლებიც ზრუნავენ ავადმყოფ და გაჭირვებულ მრევლის წევრებზე. 
 

ჩვენ გვთავაზობთ ჩვენი მრევლის ერთ-ერთი წევრის ელეონორა დარსაველიძის მოხსენებას:

მრავალი წელია, თბილისის შერიგების ეკლესიაში დავდივარ. ეკლესიამ ბევრი კარგი რამ დამანახა ეპისკოპოსებისგან, პასტორებისგან, რწმენაში ჩემი დებისგან და ძმებისგან. მაგრამ ავადმყოფობის დროს პირველად ნათლად შევიგრძენი სიკეთის მნიშვნელობა. მას შემდეგ, რაც მრევლის თავმჯდომარემ ელენა მანუკოვამ ჩემი ავადმყოფობის შესახებ შეიტყო, მან მრევლის დიაკვანს ელია კვაჭანტირაძეს თხოვა, მოვენახულებინე და სამრევლოს სახელით ფინანსური დახმარება გადმოეცა ჩემთვის. მიშა ურკევიჩმა და ჟორა მანმა წამლებით მომამარაგეს, იბრაჰიმ ფატალიევს კი კვირაში სამჯერ სადილი მოჰქონდა სასადილოდან. დიდი მადლობა მათ დახმარებისთვის და ამ გულწრფელი ზრუნვისთვის. მრევლის ბევრი წევრი მირეკავდა, ჩემ ამბავს კითხულობდა და კეთილ სურვილებს გამოთქვამდა. 

დიდი მადლობა ღმერთს იმ სიყვარულისთვის, რომელიც მან ადამიანების სახით მაჩუქა. ყველას დიდი მადლობა! თქვენ მე გამომაჯანმრთელეთ და ფეხზე დამაყენეთ. ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ!
 

 

© საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის ევანგელიურ-ლუთერული ეკლესია

0102 თბილისი, ტ. გრანელის ქ. 15