რუსთავში, თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ყოფილ სამრეწველო ქალაქში, რომლის მოსახლეობა 80 000-ს შეადგენს, ლუთერული სამრევლო 90-იანი წლების დასაწყისში გერმანული წარმოშობის ადამიანებმა დააარსეს. მათი ნაწილი აქ სამუდამოდ დასახლდა, იმ ინჟინრებისა და მუშახელის მსგავსად, რომლებიც საბჭოთა კავშირის სხვადასხვა კუთხიდან 1960-იან წლებში ახალი რუსთავის ასაშენებლად ჩამოიყვანეს. სამრევლოს დაარსებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ვალერი ბაბაევმა, რომელის მოგვიანებით მრავალი წლის მანძილზე სამრევლოს ლექტორი იყო და ჰარი აზიკოვმა, საქართველოს ევანგელიურ-ლუთერული ეკლესიის პასტორმა. სწორედ ვალერი ბაბაევის და მისი მეუღლის ლარისას ბინაში იმართებოდა პირველი ღვთისმსახურებები. როდესაც სამრევლო გაიზარდა, ის საკლასო ოთახებსა და სხვა დაწესებულებების სივრცეებში იკრიბებოდა. მრევლის წევრების გერმანიაში ემიგრაციის გამო გამუდმებით იცვლებოდა მრევლის რიცხვი. 1999 წელს გამართულ პირველ სინოდში რუსთავიდანაც მონაწილეობდნენ სინოდის წევრები. ამავდროულად ეპისკოპოს ჰუმელის დამსახურებით სამრევლოსთვის ძველი რუსთავის ბოლოში პატარა ეკლესია აშენდა ბაღით. დღესდღეობით რუსთავის სამრევლო სიდიდით მეორეა და აქტიური სამრევლო ცხოვრებით ცხოვრობს.
ყოველ კვირა დღეს მრევლი „მშვიდობის ეკლესიაში“ ღვთისმსახურებისთვის 11. 00 საათზე იკრიბება.
სამრევლო სახლში ბევრი აქტივობა ტარდება, განსაკუთრებით შაბათობით:
ელ-ფოსტა: gayan27@mail.ru
ტელეფონი: +995 568 92 63 88
ძველი რუსთავი 40-იანი წლების დასასრულს და 50-იანი წლების დასაწყისში აშენდა უმეტესწილად გერმანელი ტყვეების მიერ. სწორედ აქ მდებარეობდა საქართველოს უდიდესი ტყვეთა ბანაკები, რომლებიც რამდენიმე ათას ტყვეს მოიცავდა. საცხოვრებელი ბარაკები ქალაქის აღმოსავლეთით მდებარე სტეპებში იყო განლაგებული. ზამთარში იქ ძალიან ციოდა. სამი ჯვარი და პატარა მემორიალური დაფა, რომელიც ტყვეების საფლავებზე ზრუნვის ორგანიზაციამ აღმართა ამ დღესდღეობით მიტოვებულ ადგილას, ტყვეებს - მათ შორის აქ გარდაცვლილებს - გვახსენებს. ამჟამად აქ გერმანული ტყვეების საფლავების სახალხო კავშირის მიერ მიცვალებულთა ნეშტის შეგროვების პროცესი მიმდინარეობს. იგეგმება მათი გადატანა ახალ მემორიალზე რუსთავში, სადაც მათ ღირსეულად დაკრძალავენ.