საკვირაო სკოლა ბოლნისში

საკვირაო სკოლის გაკვეთილები ტარდება ყოველ კვირა დღეს 12 საათიდან, რომელიც მოიცავს ბიბლიის გაკვეთილს, ხელსაქმეს, გერმანული ენას და მუსიკას.

 

ბოლნისის საკვირაო სკოლა არსებობს სამრევლოს ჩამოყალიბებიდან, მას ჯერ კიდევ ქალბატონი ირინე პედერი ხელმძღვანელობდა. 2005 წელს ნახევარი წლის მანძილზე ყოველ კვირას თბილისიდან ჩამოდიოდა ელენა ილინეცი და უტარებდა ბავშვებს ბიბლიურ გაკვეთილებს. არსებობდა  ფლეიტის შესწავლის წრე ჰაიკე ვალტერთან და ლეილა მერაბიშვილთან ერთად, თოჯინების თეატრი ლიანა ტარანოვას ერთად, რაც ძალიან სახალისო და საუცხოო იყო ბავშვებისათვის.

 

სიახლეები

დაწვრილებითი ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ  ფეისბუქის გვერდზე.

ბიბლიის გაკვეთილი

ბიბლიის გაკვეთილი ტარდება ნაზი ლონდარიძესთან ერთად, წლის ბოლოს ტარდება შემაჯამებელი აქტივობა, ვიქტორინა-თამაშების სახით, აქტიური ბავშვები ჯილდოვდებიან სიგელებით.

 

ხელსაქმე

ყველა ბავშვს უყვარს ჩხრიკედელაობა, ხელსაქმის გაკვეთილი ყველა ბავშვის სასიამოვნო დროა განტვირთვისთვის. პედაგოგ ხათუნა ლონდარიძესთან ხატავენ და ქმნიან სხვადასხვა აპლიკაციებს ბიბლიურ თემასთან დაკავშირებით.

 

მუსიკა

მუსიკა მნიშვნელოვანია სამრევლოს ცხოვრებაში. საკვირაო სკოლის მოსწავლეები სწავლობენ და მღერიან ხმებში ლეილა მერაბიშვილთან ერთად. მღერიან ქართულ, რუსულ და გერმანულ ენაზე, არაერთ სამრევლო თუ სარაიონო ღონისძიებებზე.

 

გერმანული ენა

პირველი პედაგოგი გერმანულ ენაში იყო ირინა ჩინჩალაძე,  შემდეგ კი დიდი ხნის მანძილზე ბავშვებთან მუშაობდა ლიანა ტარანოვა. გერმანული ენის შესწავლა დავიწყეთ 2020 წლის იანვრიდან, პედაგოგ ნანა გავაშელთან ერთად, ამ გაკვეთილს მრევლის რამდენიმე წევრიც სიამოვნებით შემოურთდა.

 

ჩვენი მასწავლებელი:

ბიბლიის გაკვეთილი

ხელსაქმე

მუსიკა

გერმანული ენა

© საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის ევანგელიურ-ლუთერული ეკლესია

0102 თბილისი, ტ. გრანელის ქ. 15