შერიგების ეკლესიის გუნდი "გლორია"

გუნდი ყოველ კვირა დღეს მონაწილეობს ღვთისმსახურებაში.

რეპეტიციები ტარდება:

  • შაბათს, 12. 00 სთ

ხელმძღვანელი:

ავტობიოგრაფია

დავიბადე 1990 წლის 24 მაისს, ქალაქ თბილისში, საქართველოში.

ჩემი პირველი საჯარო გამოსვლა, როგორც პიანისტისა, შედგა ათი წლის ასაკში, გერმანიის ქალაქ ბილეფელდში, დედაჩემის ფერწერული ნამუშევრების გამოფენის გახსნაზე.

2007 წელს დავამთავრე თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო გიმნაზია, ფორტეპიანოს სპეციალობით.

2008–2010 წლებში ვსწავლობდი თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო ფაკულტეტზე, უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, ფორტეპიანოს სპეციალობით, და მივიღე დიპლომირებული სპეციალისტის კვალიფიკაცია.

2013–2016 წლებში სწავლა გავაგრძელე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში საბაკალავრო პროგრამაზე, ხოლო 2017–2019 წლებში — სამაგისტრო პროგრამაზე, ფორტეპიანოს სპეციალობით.

2011 წლიდან ჩემი მუსიკალური საქმიანობა დაკავშირებულია თბილისის ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიასთან, სადაც მოღვაწეობა დავიწყე საეკლესიო გუნდის „გლორიას“ მგალობლად. 2018 წლიდან ვარ ეკლესიის ორგანისტი, ხოლო 2026 წლიდან — გუნდი “გლორია”-ს ხელმძღვანელი.

2017 წლიდან აქტიურად ვეწევი მუსიკალურ-პედაგოგიურ საქმიანობას და ვასწავლი საშემსრულებლო და მუსიკალურ-თეორიულ დისციპლინებს. პედაგოგიური საქმიანობისა და საეკლესიო მსახურების პარალელურად, ვაგრძელებ საშემსრულებლო მოღვაწეობას, როგორც პიანისტი, მათ შორის, კულტურული და საერო ღონისძიებების მუსიკალური გაფორმების მიმართულებით.

© საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის ევანგელიურ-ლუთერული ეკლესია

0102 თბილისი, ტ. გრანელის ქ. 15